შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
,,თბილსერვის ჯგუფის" ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია
25 სექტემბერი, 2026
დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.

ახლად შეძენილი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ ადამიანური რესურსით ვერ მიიღწევა - საჭიროა ტექნიკის განახლება, რომელიც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს გიორგი პაპავასა და მის თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ჯი-თი გრუპისა“ და შპს „თეგეტას“ მიერ მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა.

დამატებით შესყიდული შვიდი ერთეული ტექნიკიდან უკვე მოწოდებულია „საგმოტოს“ მარკის ორი სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო დარჩენილი, „ფორდის“ მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა თბილისში 2027 წლის თებერვალში შემოვა. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება სამი მლნ ლარია.

განახლებული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)